ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიგი თევზაძემ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ქარტიას მიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგი თევზაძემ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიიაში საჩივარი შეიტნა ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” გენერალური დირექტორისა და გადაცემა კვირის აქცენტების წამყვანის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ.

გიგი თევზაძე მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიამ 3 თებერვლის გადაცემაში დაარღვია სიზუსტის პრინციპი, როდესაც განათლების სისტემაზე საუბრისას ახსენა გიგი თევზაძეც

” საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, გიგი თევზაძის განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის და გადაცემა “კვირის აქცენტების” წამყვანის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. გიგი თევზაძე მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიამ 3 თებერვლის გადაცემაში დაარღვია სიზუსტის პრინციპი, როდესაც განათლების სისტემაზე საუბრისას ახსენა გიგი თევზაძეც. მისი თქმით, კავშირი არ აქვს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებთან, რაზეც ნიკა გვარამია მიუთითებდა. ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

იტვირთბა....