ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი ქადაგიძემ ილიას უნივერსიტეტს, მოთხოვნების შესასრულებლად, 24 საათი მისცა

ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ყოფილმა დეკანმა,  გიორგი ქადაგიძემ სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ  უნივერსიტეტის ადმინისტრაციას 24 საათი მისცა, სტუდენტებთან ერთად შემუშავებული მოთხოვნების შესასრულებლად.

მოთხოვნები შემდეგნაირია:

-გაუქმდეს რეორგანიზაცია და ბიზნესის სკოლა დარჩეს დამოუკიდებელი;

-გადაწყვეტილება გაუქმების შესახებ უნდა მოხდეს 24 საათში;

-გაიხსნას უნივერსიტეტის ფინანსები ყველასთვის, გახდეს გამჭვირვალე;

-შეიქმნას რეფორმების ჯგუფი;

-დაუბრუნდეს დაკავებულ თანამდებობას გიორგი პაპავა.

“ბიზნესის სკოლა არის ბიზნესის სკოლა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები, ჩვენ გვაქვს ჩვენი გადასაწყვეტი საკითხები. არ გვჭირდება დამატებით სხვა პროგრამები, რომლებიც მხოლოდ სირთულეს წარმოადგენს”, — განაცხადა ქადაგიძემ სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

შეგახსენებთ, ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ყოფილმა დეკანმა, გიორგი ქადაგიძემ 31 იანვარს განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ ელექტრონული ფოსტის საშუალებით აცნობეს, მიზეზი კი მისი აზრით, ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა იყო.

უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია კი აცხადებს, რომ ქადაგიძის გათავისუფლების მიზეზი რეორგანიზაციაა და მას შეუძლია კონკურსში მიიღოს მონაწილეობა.

ზედანიას თქმით, რეორგანიზაცია გულისხმობს ბიზნეს სკოლის სხვა ფაკულტეტებთან გაერთიანებას, თუმცა არა მის გაუქმებას.

“გავაკეთეთ რეფორმა, შევქმენით ახალი ფაკულტეტი, გამოვაცხადეთ ახალი კონკურსი დეკანის თანამდებობაზე, რომელში მონაწილეობაც ფაკულტეტის ნებისმიერ პროფესორს შეუძლია, მათ შორის გიორგი ქადაგიძესაც. სიახლის ნამდვილად არ გვეშინია, არამედ სიახლე გვჭირდება. “მოძრაობა და მარტო მოძრაობა.” ეს ბოლო რეფორმაც ამის დასტურია”, — განმარტავს ზედანია.

 

იტვირთბა....