სასწავლო-საწყლოსნო კომპლექსი “ოლიმპიკი” დღეისათვის ყველაზე მაშტაბური, ევროპული სტანდარტების მქონე ცენტრია საქართველოში, სადაც შესაძლებელია საერთაშორისო საწყლოსნო ტურნირების ჩატარება და ყველა იმ კომფორტის მიღება, რაც თავისუფალი დროის გატარების ჯანსაღ წესთან, ჯანმრთელობასთან და სხეულის სილამაზესთან არის დაკავშირებული.
“ოლიმპიკი” ევროპისა და მსოფლიოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციების (FIN და LEN) სტანდარტების დაცვითაა აშენებული, რაც საშუალებას იძლევა, საქართველოში მსოფლიო დონის ტურნირების ჩასატარებლად.
როგორც შპს “მონიოს” ადმინისტრაციის უფროსმა, ვიქტორია ერანოსოვმა „მეტრონომთან“ საუბარში განაცხადა, კომპლექსსში მოქმედებს სამი საცურაო აუზი.
„კომპლექსში მოქმედებს 3 საცურაო აუზი: 50 მეტრის სიგრძის “ოლიმიური” აუზი, რომელიც ემსახურება როგორც სპორტსმენებს ასევე მოყვარულებს, , 17 მეტრის სიგრძის სავარჯიშო აუზი, სადაც ტარდება აკვააერობიკის და ცურვის სწავლების გაკვეთილები, 10 მეტრის სიგრძის მცირე აუზი “საჭყუმპალაო” 4 წლიდან 11 წლამდე ბავშვებისათვის, ასევე ფუნქციონირებს ფიტნეს-ცენტრი,სატრენაჟორო დარბაზი მრავალფეროვანი პროგრამებით როგორც ქალების, ასევე მამაკაცებისათვის. სასწავლო-საწყლოსნო კომპლექსი “ოლიმპიკი” მომხმარებელს ასევე სთავაზობს ღია ტერასას ფართობით 500 მ2. ეს არის ნამდვილი ოაზისი ქალაქში, საიდანაც იხსნება შესანიშნავი ხედი. ვარჯიშის ან ცურვის შემდეგ ექნებათ საშუალება განიტვირთონ ჩვენ ტერასაზე და მიიღონ ბუნებრივი რუჯი. აქვეა სილამაზის სალონი, მასაჟის კაბინეტი, ფინური საუნები, სპორტული მაღაზიები- ანუ ყველა ის კომფორტი, რასაც ევროპული სტანდარტის სპორტული კომპლექსი გულისხმობს“ – განაცხადა ვიქტორია ერანოსოვმა.
მაღალი ხარსიხის მომსახურება, კომფორტული, მყუდრო და უსაფრთხოო გარემო, ხელმისაწვდომი ფასები, კომფორტული პარკინგი, ხშირი ფასდაკლების აქციები – ეს სწორედ ის მიზეზებია რის გამოც უნდა მიხვიდეთ სასწავლო-საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკში”
სისუფთავე და ჰიგიენა საცურაო აუზისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
- წყლის კონტროლი (წყლის პერიოდული გამოცვლა და დეზინფექცია)
- ტრენაჟორების დასუფთავება ყოველი მომხმარებლის შემდეგ თქვენ თვალწინ
- სანიტარიული ნორმების დაცვა
- ინტერიერის პერიოდული დასუფთავება და განახლება (ავეჯი, რემონტი)
სასწავლო-საწყლოსნო კომპლექსი “ოლიმპიკი” – მინიმალურ დროში, მაქსიმალური შედეგის საწინდარია.