არავითარი ილუზია სასამართლო ხელისუფლების რაიმე შესაძლო პროგრესთან დაკავშირებით არ მაქვს. რამის შეცვლის შანსი ნულოვანია. თუ ახლა გვრიტიშვილის და მურუსიძის რაიმე სხვა გვარებით ჩანაცვლებას არ ვეძახით ცვლილებას, ცხადია. ამიტომაც არ ვწერ და ვლაპარაკობ ჩემ ხედვაზე ამ მიმართულებით (განსხვავებით, მაგალითად, განათლებისგან), რომელიც, ცხადია, მაქვს.
სასამართლოში რამის შეცვლა შეუძლებელია ხელისუფლების სრულად შეცვლის გარეშე. ამას უნდა შევეგუოთ და თუ გვინდა სასამართლოს შეცვლა, უნდა შევცვალოთ ივანიშვილი. დღესავით ნათელია ეს ამბავი და ნებისმიერი სხვა აზრი უკიდურესი ინფანტილიზმია.
ნიკა გვარამია