ანრი ოხანაშვილის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენის გადაწყვეტილება დიდი უმრავლესობით იქნა მიღებული.
“გადაწყვეტილება ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა”. – ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ფასეულობები იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც მოხდა ანრი ოხანაშვილის კანდიდატურის შერჩევა.
“მას რამდენიმე დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი. იქ იყო პერსონალური მომენტი. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ეს ეფუძნება პროფესიონალიზმს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოფიციალურად ოხანაშვილს ხვალ დაამტკიცებენ.
შეგახსენებთ, ნახსენები კომიტეტი ეკა ბესელიამ დატოვა. მან ეს გადაწყვეტილება მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის გამო მიიღო.