საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ვაკის რაიონის გამგებაში იმყოფებოდა. ის ცდილობდა გაერკვია რის საფუძველზე გაიცა სოციალური მიზნით გათვალისწინებული თანხები „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისთვის. ლევან ხაბეიშვილი გამგებლისაგან დოკუმანტაციის გაცემას მოითხოვდა. თუმცა მან დეპუტატს დოკუმენტაციის მიცემაზე უარი უთხრა. საბოლოოდ, ხაბეიშვილმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
„გამგებელმა საბიუჯეტო სახსრები გამოიყენა “ოცნების“ კოორდინატორების დასახმარებლად. გამგეობაში იმისთვის მოვედით, რომ გავეცნო შესაბამის დოკუმენტაციას. მასში ნახავთ, რომ ეს ადამიანები არ არიან სოციალურად დაუცველები და რეალობაში გაღატაკებული და გაჭირვებულების თანხა მიითვისა გამგებელმა.
“მაინტერესებს და ვითხოდი რის საფუძველზე მოხდა ამ თანხის გადარიცხვა კოორდინატორებზე, თუმცა ამათმა ამის საშუალება არ მომცეს. ამბობენ, ეს პირადი ინფორმაციააო. ვარ საკრებულოს დეპუტატი, მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელი, რადგან არ მაძლევენ ამის საშუალებას, გამოვიძახე პოლიცია. დარწმუნებული ვარ, ამ შენობაში ინახება დოკუმენტი, რომელიც საბოლოოდ უნდა იქცეს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი გამგებლის მიმართ”. – განაცხადა ხაბეიშვილმა.