ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“iphon 5-ის შესახებ საუბარი მარტივი სპეკულაციაა, ჩანაწერში ტელეფონების გარჩევა შეუძლებელია” – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმის გამოძიების პროცესში მის ჩართულობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ყოველდღიური კავშირი აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან.

“მე მაქვს ყოველდღიური კავშირი სამართალდამცავ ორგანოებთან. რაც შეეხება პირველ დღეებს, იქ ჯერ კიდევ მიმდინარეობდა მუშაობა იმაზე, რომ დადგენილიყო, თუ რამდენად შეესაბამებოდა რეალობას ერთი დეპუტატის განცხადება და ამასთან დაკავშირებითაცაა კითხვის ნიშნები. რაც შეეხება ჩემ ჩართულობას ამ პროცესში, ყოველდღიური კავშირი მქონდა სამართალდამცავ ორგანოებთან, შესაბამის მინისტრებთან. აქედან გამომდინარე, ჩემი ჩართულობა ყოველდღიურ რეჟიმშია იმისათვის, რომ საქმის ბოლომდე გამოძიება უზრუნველყოფილი იყოს”, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული ფარული ჩანაწერი შესაძლოა”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყოს გადაღებული, რადგან ჩანაწერში ჩანს “აიფონ 5”, კობახიძემ ამას სპეკულაცია უწოდა.

“ესაა მარტივი სპეკულაცია, იქ ტელეფონების გარჩევა საერთოდ შეუძლებელია. ხუთი ჩანს, მაგრამ “აიფონ 5″ არ ვიცი”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, გადაცემა “კვირის აქცენტებში, fარუl  ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთa. როგორც მან აღნიშნა, ეს ხელისუფლება ფარული კადრების გავრცელებაში წინა ხელისუფლებას ადანაშუალებზე, თუმცა  ვიდეოში ჩანს რომ სავარძელზე iphon 5 დევს რაც 2012 წელსაა გამოსული. როგორხც გვარამიამ განაცხადა, ამ ფაქრტიდან გამომდინარე, შეუძლებალია ეს კადრები წინა ხელიოსუფლებას გადაეღო.

იტვირთბა....