ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვენესუელაში კრიზისი გრძელდება

ვენესუელას სამხედრო-საჰაერო ძალების ერთ-ერთმა გენერალმა ხუან გუაიდო ვენესუალას პრეზიდენტად აღიარა, ნიკოლას მადურო კი უარყოფს ევროკავშირის ულტიმატუმს, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ, რომლის ვადა 3 თებერვლამდე იყო.

“ვენესუელა  ან აშშ-ის დროშის კიდევ ერთ ვარსკვლავად იქცევა, ან თავისი დროშის ფრიალს განაგრძობს, რომელზეც რვა თავისუფალი და სუვერენული ვარსკვლავია“, – განაცხადა მადურომ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეროვნულ ასამბლეას ოპოზიცია აკონტროლებს,  ვენესუელის პარლამენტის სპიკერმა, ხუან გუაიდომ კი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კრიზისის დასაძლევად სამხედრო ჩარევა ერთერთ ვარიანტად რჩება, რასაც ნიკოლას მადურო გამოეხმაურა და ტრამპი გააფრთხილა, რომ ჩარევის შემთხვევაში, ვიეტნამის ომის სცენარს გაიმეორებს.

ვენესუელაში, მადუროს წინააღმდეგ, ქუჩებში ათი ათასობით ადამიანი გავიდა და მას გადადგომისკენ მოუწოდა.

ხუან გუაიდოს პრეზიდენტად, აშშ-სთან ერთად, 10 ქვეყანა აღიარებს, მათ შორისაა საქართველოც. ნიკოლას მადუროს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი და კუბა უჭერენ, მადუროს მხარდამჭერებს შორისაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები.

 

 

 

 

იტვირთბა....