ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპი ვენესუელაში სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა ვაშინგტონმა ვენესუელაში სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობა განიხილოს. ამის შესახებ CBS იუწყება, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა.

„მადურომ მოითხოვა ჩემთან შეხვედრა, მაგრამ მას უარი განვუცხადე, ვინაიდან სიტუაცია უკვე ძალიან შორს წავიდა. სამხედრო ძალის გამოყენება ერთ-ერთ შესაძლებლობად რჩება““, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, ვენესუელაში სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება. ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის სამოქალაქო ომის ესკალაცია მოხდეს.

იტვირთბა....