უკრაინაში საქართველოს ელჩი, გელა დუმბაძე კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში გამართულ მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიას დაესწრო. გელა დუმბაძე ასევე დაესწრო საღვთო ლიტურგიის შემდეგ გამართულ საზეიმო მიღებას.
ინტრონიზაციის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლები, უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და სხვა მიწვეული სტუმრები.