ავლაბრის პრეზიდენტის სასახლეში ქართული კულტურის მუზეუმის განთავსებას გეგმავს ხელისუფლება.
თავიდანვე ვიტყვი: იქ უნდა გადავიდეს პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის პირველი პირი.
მუზეუმისათვის ეს შენობა სრულიად გამოუსადეგარია, განსაკუთრებით გვერდით მდგომი ადმინისტრაციული კორპუსი, რომელშიც, ფაქტობრივად, არის ძირითადი სამუშაო ფართი.
ეს შენობა დაწყევლილ ადგილად გამოაცხადა ივანიშვილმა და აკრძალა იქ სახელმწიფო დაწესებულების განთავსება. იქმნება ახალ-ახალი სახელმწიფო უწყებები, ზოგისთვის ქირაობენ ფართობს, ზოგს ახალს უშენებენ. იფლანგება მილიონობით ლარი ბიუჯეტიდან, მათ შორის ათონელის სასახლისთვის, რომელშიც პრემიერ-მინისტრი უნდა გადასულიყო და მერე გამონთავისუფლებული კანცელარიის შენობა გაყიდულიყო.
მკვდარ კულტურის ცენტრად ან წელიწადში რამდენჯერმე უცხოელი ჩინოვნიკის მისაღებ დარბაზად მისი გადაქცევა ნიშნავს დამატებითი მილიონების ფლანგვას და უკვე ქალაქის სიმბოლოდ ქცეული სასახლის უსარგებლოდ გამოყენებას.
რომან გოცირიძე