დეზინფორმაციასთან და ე.წ. ფეიკნიუსებთან ბრძოლა სახელმწიფოს ვალდებულებაა. ამის შესახებ გამცხადება მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივას ეხებოდა
„სიტყვის თავისუფლად გამოხატვის საშუალება, მედიაპლურალიზმი და ადამიანის თავისუფლება არის ყველაზე დიდი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების. ჩვენ ამას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით, რაც შეეხება დეზინფორმაციას და ე.წ. ფეიკნიუსებს, სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს არის გლობალური გამოწვევა და ყველა განვითარებული დემოკრატია ცდილობს მას ეფექტურად აღუდგეს წინ. მე ნამდვილად არ დავუკავშირებ ამ ორ თემას ერთმანეთს. დეზინფორმაციასა და ე.წ. ფეიკნიუსების წინააღმდეგ ბრძოლა ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. განვითარებული დემოკრატიის ქვეყნები ცდილობენ ჩამოაყალიბონ ისეთი ჩარჩო, სადაც ეროვნულ ინტერესებს დაიცავენ ე.წ. ფეიკნიუსებისგან. სიტყვის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების, რომელსაც ყველაზე მეტად ვუფრთხილდებით. ამ ორი თემის ერთმანეთთან დაკავშირება არის სრულიად საფუძველს მოკლებული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.