ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტაქსის მძღოლი კლიენტის გაუპატიურების გამო სიკვდილით დასაჯეს

ტაქსის მძღოლს ჩინეთში, სასამართლომ ვერდიქტად სიკვდილით დასჯა გამოუტანა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა პროვონცია ჩჟეცზიანში მოხდა. 21 წლის გოგომ ლი მინჩჟუმ, რომელსაც მეგობრის ქორწილში ეჩქარებოდა, ტაქსი გამოიძახა. მგზავრობისას, შუა გზაში, მანქანიდან გოგომ მესიჯი მიწერა უკვე ქორწილში მისულ მეგობრებს, რომ მანიაკი ტაქსის მძღოლი შეხვდა.

“მემგონი ეს მძღოლი მანიაკია, ასე მითხრა რა ლამაზი ხარ და ერთი მაკოცნინეო” – ეს იყო გოგოს უკანასკნელი მესიჯი, რომელიც მომავალში, გამოძიებისთვის სასარგებლო მტკიცებულება აღმოჩნდა.

მეგობრებმა მისი ძებნა, მას შემდეგ დაიწყეს, რაც ის ქორწილში არ მივიდა. გამოძიებასთან მეგობრები ყვებიან, რომ მსხვერპლის მხრიდან მესიჯის მიღების შემდეგ, მათ ურჩიეს ტაქსის მძღოლისთვის ეთქვა, რომ დანიშნულ ადგილზე მანქანას მისი ქმარი უნდა დახვედროდა, თმცა როგორც აღმოჩნდა სამეგობროს რჩევამ არ გაჭრა.

გამოძიების ინფორმაციით, გოგონას ცხედარს გაუპატიურების ნიშნები ეტყობა. როგორც პოლიციელები ყვებიან, ადგილობრივმა კამერებმა დააფიქსირეს, რომ მკვლელობის შემდეგ ტაქსის მძღოლი მდინარეში გადახტა.

ტაქსის კომპანია Didi-მ, რომელიც ერთ-ერთ მსხვილ კომპანიად ითვლება ჩინეთში, პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და ბოდიში მოიხადა.

იტვირთბა....