ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დუმა: რუსეთმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა აღიაროს

დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ალექსეი ჩეპას განცხადებით,  რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა ცნოს და საქართველოს მოქალაქეებს კომპენსაცია არ უნდა გადაუხადოს.

“ჩვენ არ ვმონაწილეობთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებში, არც სტრასბურგის მოსამართლეები აგვირჩევია, ამიტომ არ უნდა ვცნოთ ევროპული სასამართლო ინსტანციების გადაწყვეტილებები“ – განაცხადა ჩიპამ.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანისთვის 10 მილიონი ევროს ოდენობით, კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

სასამართლოს დიდმა პალატამ 16 ხმით ერთის წინააღმდეგ გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა.დუმაში: რუსეთმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა აღიაროს

იტვირთბა....