aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

გორში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე, სოფელ ქიწნისთან, “ოპელის” მარკის ავტომანქანა ვაშლით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა 20 და 23 წლის ორი მამაკაცი, მესამე კი, 18 წლის ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ,,გორმედის” ქსელის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ავარიის ამსახველ ვიდეოს რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.

“სასწრაფოს მიერ შემოყვანილია 2000 წელს დაბადებული ახალგაზრდა მამაკაცი. დაზიანებების ხარისხი უმძიმესია, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. დაუყოვნებლივ დაიწყო ყველა შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიება, თუმცა, მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება”, – განაცხადა ,,გორმედის” ექიმმა გიორგი გივიაშვილმა.

როგორც “მეტრონომს” შინაგანს საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 276 მუხლის 7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპულატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ვიდეო-კადრები ქიწნისთან მომხდარი ავარიის ადგილიდან (+18)

ქიწნისი-ტყვიავის გზის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილები 18, 20, 23 წლის ბიჭები არიან.

Gepostet von მოზაიკა/Mosaic FM 97.8 am Donnerstag, 31. Januar 2019

იტვირთბა....