” დავინახეთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი”, – ასე აფასებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის გამო, რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდის დაკისრების ფაქტს.
მისი განცხადებით, ეს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი მოვლენაა
„დავინახეთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი, მაშინაც კი, როდესაც დიდ და გავლენიან სახელმწიფოს უპირისპირდები – და ევროპული სასამართლო არის ეს ადგილი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2019 წლის 31 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, კომპენსაციის თანხა 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებულ 1 795 დაზარალებულზე გადანაწილდება.
შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოიტანა.