ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კურიერის” ინფორმაციით სახლს, სადაც 6 ადამიანი მოიწამლა გაზის მიწოდება შეწყვეტილი იყო

თემქაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც გუშინ სავარაუდოდ CO-ს გაჟონვის შედეგად ოჯახის 6 წევრი, მათ შორის ორი მოზარდი მოიწამლა, გაზის მიწოდება შეწყვეტილი იყო.  ამის დამადასტურებელი ოქმი, “კურიერმა” მოიპოვა.

ოქმში წერია, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა 2018 წლის 12 დეკემბერს მოხდა. მიზეზი კი ბუნებრივი აირის დარღვევებით მოხმარება გახდა.

ოქმის მიხედვით, მოქალაქეებს ჩაუტარდათ ზეპირი ინსტრუქტაჟი, გაჟონვის ფაქტი საცხოვრებელ ბინაში არ დაფიქსირებულა.

ოქმის გაცნობის შემდეგ ჩნდება ეჭვი, რომ მოქალაქეებმა საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის მიწოდება თვითნებურად აღადგინეს.

CO-თი მოწამლული ექვსივე პირი საავადმყოფოდან დღეს გაწერეს.  ორმა მოზარდმა საავადმყოფო გუშინ, დანარჩენები კი სამედიცინო დაწესებულება დღეს დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ ერთი ოჯახის 6 წევრი ღამით, სავარაუდოდ წყლის გამაცხელებლიდან ნამწვის დაგროვების შედეგად მოიწამლა. ძლიერი ინტოქსიკაციის გამო ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

იტვირთბა....