გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე, სოფელ ქიწნისთან, “ოპელის” მარკის ავტომანქანა ვაშლით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა 20 და 23 წლის ორი მამაკაცი, მესამე კი, 18 წლის ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ,,გორმედის” ქსელის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
“სასწრაფოს მიერ შემოყვანილია 2000 წელს დაბადებული ახალგაზრდა მამაკაცი. დაზიანებების ხარისხი უმძიმესია, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. დაუყოვნებლივ დაიწყო ყველა შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიება, თუმცა, მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება”, – განაცხადა ,,გორმედის” ექიმმა გიორგი გივიაშვილმა.
როგორც “მეტრონომს” შინაგანს საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 276 მუხლის 7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპულატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.