ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თემქაზე CO-თი ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა

გუშინ ღამით, თბილისში, თემქის მე-3 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის 6 წევრი მოიწამლა, მათ შორის 2 მცირეწლოვანიც.

​სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ბავშვები იაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანა, დანარჩენი ოჯახის წევრები კი მე-5 საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.

ექიმების განცხადებით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

“სასწრაფოს მიერ შემოყვანილია სამი ადამიანი, ორი ქალი და ერთი კაცი, დიაგნოზით ნახშირჟანგის ტოქსიური ეფექტი. პაციენტებს ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო გამოკლევები – დეტოქსიკაცია. ამ ეტაპისთვის ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა ერთი ოჯახის წევრია”, – განაცხადა ექიმმა.

იტვირთბა....