“ყაზტრანსგაზი არის ბუნებრივი მონოპოლია და შესაბამისად, მას უშუალო კავშირი აქვს ქვეყნის უსაფრთხოებასთან”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელ Facebook_ზე წერს.
ხუხაშვილის აზრით, ასეთი ტიპის სტრატეგიულ ობიექტებზე უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური ინტერესი.
“ყაზტრანს გაზი არის ბუნებრივი მონოპოლია და შესაბამისად, მას უშუალო კავშირი აქვს ქვეყნის უსაფრთხოებასთან. ჩემის აზრით, პირველ რიგში, უნდა გაიხსნას მის მფლობელზე (ფიზიკურ პირამდე) ინფორმაცია. ასეთი ტიპის სტრატეგიულ ობიექტებზე უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური ინტერესი, რომელიც შეიძლება აისახოს საბოტაჟში, ხელოვნური ფორს-მაჟორის ორგანიზებით დესტაბილიზაციაში და ა.შ. მაგალითად – გვაქვს იმის გარანტია, რომ ეს კომპანია არ არის მოსკოვის კონტროლქვეშ? ამიტომ, ეს უნდა იყოს კატეგორიული მოთხოვნა. სამომავლოდ კანონმდებლობით გამყარებული”, – წერს ხუხაშვილი.
ყაზტრანს გაზი არის ბუნებრივი მონოპოლია და შესაბამისად, მას უშუალო კავშირი აქვს ქვეყნის უსაფრთხოებასთან. ჩემის აზრით,…
Gepostet von Gia Khukhashvili am Donnerstag, 31. Januar 2019
შეგახსენებთ, თბილისში, ქეთევან წამებულის 67 ნომერში მდებარე კორპუსში, CO-ს გაჟონვის შედეგად, 7 ადამიანი გარდაიცვალა.