ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეძველბიჭება და გამოსდიოდეს მაინც” – ელისაშვილი კალაძეს დაუპირისპირდა –

ქეთევან წამებულის 67 ნომერშ, სადაც გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მივიდა. ადგილზე იმყოფება ალეკო ელისაშვილიც, რომელსაც მერთან დაძაბული საუბარი ჰქონდა.

„ის კომპანია, რომელიც ამ ამბავშია, შენ მოუგვარე მას ყველაფერი. ადამიანურად მივედი და დაველაპარაკე რომ “ყაზტრანგაზის” დირექტორი უნდა გადაეყენებინა. მან მიპასუხა რა შუაში ვარო. როგორ თუ რა შუააშია, მან არ გადაიფორმა “ყაზტრანგაზი”? მეძველბიჭება და ნეტა გამოსდიოდეს მაინც“- მიმართა ელისაშვილმა კალაძეს.

მისივე თქმით, “ყაზტრანსგაზის” გენერალური დირექტორი ცუდი მენეჯერია და მკვლელია და ის უნდა გადადგეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე 7 ადამიანი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

იტვირთბა....