ლაგოდეხში გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა, მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.
დაშავებულები ლაგოდეხის “არქიმედეს კლინიკაში“ გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.