ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყინვა, თოვლი და ქარბუქი – შტატებში სიცივემ 7 ადამიანი იმსხვერპლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სტიქიას ებრძვიან.  ჩრდილოეთ დაკოტაში -37 გრადუს ცელსიუსი, ჩიკაგოში კი -30 გრადუსი ყინვა ფიქსირდება. არქტიკული ამინდის შედეგად შტატებში 7 ადამიანი დაიღუპა.

ყინვა ძირითადად შტატების შუა და დასავლეთ ნაწილშია. 90 მილიონი ადამიანი -17 გრადუსის პირობებში ცხოვრობს.

უამინდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ვისკონსინში, მიჩიგანში, ილინოისში, ალაბამასა და მისისიპიში.

პროგნოზის თანახმად, კვირის ბოლომდე, ოც მილიონ ამერიკელს -28 გრადუსი ყინვის პირობებში მოუწევს ცხოვრება.

იტვირთბა....