ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

NDI: გამოკითხულთა 71%-ის აზრით, პარლამენტი, მეტწილად, პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული 

NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 71% ეთანხმება მოსაზრებას, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტი, მეტწილად, პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული.

ამ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 19%, ხოლო 10 პროცენტი აცხადებს, რომ არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

იტვირთბა....