ტორტზე, რომელიც ზუგდიდის ერთ-ერთ საკონდიტრო მაღაზიაში დამზადდა, წარწერასთან ერთად – „Жизнь ворам“ (ქურდებს სიცოცხლე), გამოსახულია რვაქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც ე.წ. ქურდული სამყაროს სიმბოლოა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.
„დავით გილოცავ დაბადების დღეს“, – დაწერილია ტორტზე.
როგორც გამოცემას საკონდიტრო მაღაზიაში უთხრეს, ტორტი დაბადების დღის აღსანიშნავად კლიენტის დაკვეთით დაამზადეს.
„ზუგდიდელმა ახალგაზრდა მამაკაცმა შეგვიკვეთა თავისი მეგობრის დაბადების დღისთვის და გამოვაცხვეთ ისეთი, როგორიც უნდოდა კლიენტს“, – გვითხრეს მარაზიაში.
ტორტის ფოტო საცხობმა როგორც რეკლმა, ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა ჩვენთან საუბრის შემდეგ მალევე წაშალა.

