დანიაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კოპენჰაგენში დემონსტრანტები მსვლელობას მართავენ და გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმებს აპროტესტებენ.
დემონსტრაცია სახელწოდებით „ხელები შორს გრენლანდიისგან“ დანიის დედაქალაქის მერიის წინ მიმდინარეობს.
დღის ბოლომდე საპროტესტო აქციები დანიის სხვა ქალაქებსა და გრენლანდიაზეც გაიმართება.

