აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ქართველი დემონსტრანტები პროტესტს აგრძელებენ და ირანს ყურადღებით აკვირდებიან” – Fox News საქართველოს საპროტესტო აქციებზე

ამერიკული გამოცემა Fox News საქართველოს საპროტესტო აქციებზე სტატიას აქვეყნებს სათაურით: “ქართველი დემონსტრანტები პროტესტს აგრძელებენ და ირანს ყურადღებით აკვირდებიან”.

“ჩვეულებრივი ქართველები, რომლებიც ცივ ამინდებსა და ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ბრალდებებს კვლავაც უძლებენ, ირანში დემოკრატიისთვის თანამებრძოლებს აკვირდებიან და საკუთარ ბრძოლას ხედავენ, როგორც კორუმპირებული და არაპოპულარული რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს” – წერს გამოცემა.

Fox News აღნიშნავს, რომ საქართველოში საპროტესტო გამოსვლები 2024 წლიდან სხვადასხვა ინტენსივობით ყოველდღიურად მიმდინარეობს. გამოცემა წერს, რომ აქციების დაწყების მიზეზი სადაო არჩევნების შემდეგ ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება გახდა.

ასევე, Fox News ირანისა და საქართველოს ხელისუფლებების შორის 2024 წლიდან ურთიერთობების დაახლოებას უსვამს ხაზს.

“‘ქართული ოცნების’ ხელისუფლების მხრიდან არ გაკეთებულა არცერთი მხარდამჭერი განცხადება [ირანში მიმდინარე] პროდემოკრატიული პროტესტების მიმართ და არც უსაფრთხოების ძალების მიერ უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევები დაგმობილა” – წერს გამოცემა

იტვირთბა....