აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“უკრაინა არასოდეს ყოფილა და არც იქნება მშვიდობის დაბრკოლება და ახლა სწორედ პარტნიორებზეა დამოკიდებული, დიპლომატიის განვითარება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

“დღეს უკრაინული დელეგაცია უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებშია: რუსტემ უმეროვი, კირილო ბუდანოვი, დავით არახამია. საღამოსკენ ველოდები შეხვედრის შესახებ პირველ მოხსენებებს. უკრაინული დელეგაციის მთავარი ამოცანაა მიაწოდოს სრული და რეალური ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ხდება, მათ შორის რუსეთის დარტყმების შედეგებზე. ამ ტერორის ერთ-ერთი შედეგი არის დიპლომატიური პროცესის დისკრედიტაცია: ადამიანები კარგავენ რწმენას დიპლომატიის მიმართ, ხოლო რუსული დარტყმები მუდმივად ამძიმებს დიალოგის იმ მცირედ შესაძლებლობებსაც კი, რომლებიც არსებობდა. ამერიკულმა მხარემ ეს უნდა გააცნობიეროს. საჭიროა პროგრესი იმ დოკუმენტებთან დაკავშირებითაც, რომლებიც მზადდებოდა. უკრაინა არასოდეს ყოფილა და არც იქნება მშვიდობის დაბრკოლება და ახლა სწორედ პარტნიორებზეა დამოკიდებული, დიპლომატიის განვითარება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენთანაა, ვინც უკრაინასთანაა” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში

უკრაინული და ამერიკული დელეგაციები სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკების მორიგ რაუნდს დღეს ფლორიდაში გამართავენ.

იტვირთბა....