ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირი თბილისის ერთ-ერთი ბაღის აღმზრდელი იყო

თბილისის ერთ-ერთი საჯარო ბაღის აღმზრდელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში დაუდასტურეს.

შსს-მ 1975 წელს დაბადებული მ.რ 4 იანვარს დააკავა.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი – „ბუპრენორფინის“ შემცველი 130 აბი „სუბოტექსი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს 4 იანვრის განცხადებაში.

იტვირთბა....