სოფელ იორმუღანლოდან მოტაცებული 18 წლის გოგო იპოვეს.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გოგონა ოჯახში დააბრუნეს, ბიჭი კი, ვისთან ერთადაც გოგონა იმყოფებოდა, პოლიციის განყოფილებაშია, გამოკითხვაზე.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
როგორც ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს, გოგონა 2 დღის წინ გაიტაცეს და მას ოჯახი ამ დრომდე, უშედეგოდ ეძებდა.