ვენესუელას მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ მსხვილ საინფორმაციო სააგენტოს. როგორც მან განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი ლიკვიდაციის შესახებ ბრძანება გასცა.
“ტრამპა კოლუმბიას ჩემი მკვლელობა შეუკვეთა. ის ელაპარაკა კოლუმბიის მთავრობას, რომ მე მომკლან. თუკი რამე მომივა, ჩემი სიკვდილი კოლუმბიის პრეზიდენტის და ტრამპის კისერზე იქნება” – განაცხადა ინტერვიუში მადურომ.
მადუროს თქმით, მისი სიცოცხლე ღმერთის და უშიშროების სამსახურის ხელშია.
შეგახსენებთ, ვენესუელაში არეულობა მიმდინარე წლის 21 იანვარს დაიწყო. ამ მომენტისთვის დაღუპულია 29 ადამიანი და დაკავებულია ასობით პროტესტის მონაწილე. ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით ლიდერად გამოაცხადა, რასაც მხარი დაუჭირეს აშშ-მ და და ევროპის რიგმა ქვეყნებმა. მათ შორის ოფიციალურმა თბილისმა გუაიდო დროებით პრეზიდენტადაც აღიარა.