ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

23 პროექტი, რომელსაც თბილისის მერია 2019 წელს განახორციელებს

თბილისის მერიის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, მანანა თოქმაჯიშვლი აქვეყნებს 2019 წელს თბილისში განსახორციელებელი ძირითადი პროექტები სიას, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.

1. მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა ბიუჯეტი: 18 000 000 ლარი პერიოდი : 2019 წელი;

2. გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გზაგამტარის რეაბილიტაცია ბიუჯეტი: 3 800 000 ლარი პერიოდი : 2019 წელი;

3. პროექტი “დიღმის ჭალები” ბიუჯეტი: 11 620 192 ლარი პერიოდი : 2019 წელი;

4. სოფელი დიღომი, წყალარინების სისტემა (I ეტაპი) ბიუჯეტი: 3 000 000 ლარი პერიოდი : 2019 წელი;

5. მუხიანის აგარაკების წყალარინების სისტემის ეტაპობრივი მოწყობა ბიუჯეტი: 1 900 000 ლარი პერიოდი : 2018- 2019 წელი;

6. სასტუმრო “რედისონის” მიმდებარედ არსებული გვირაბის რეაბილიტაცია ბიუჯეტი: 2 000 000 ლარი პერიოდი : 2019 წელი;

7. რუსთაველის მეტროს მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა ავტოსატრანსპორტო გასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბიუჯეტი: 1 300 000 ლარი პერიოდი : 2019 წელი;

8. კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია ბიუჯეტი: ინფრასტრუქტურა 45 000 000 ლარი გარე განათება 7 000 000 ლარი გამწვანების საპროექტო არეალი 7 085 489 ლარი პერიოდი : 2019 წელი;

9. მონუმენტის- “ადამიანი და მზე” რეაბილიტაცია ბიუჯეტი: 3 553 970 ლარი პერიოდი : 2019 წელი;

10. კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაცია ბიუჯეტი: 1 600 000 ლარი პერიოდი : 2019 წელი;

11. ვეკუა – ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია ბიუჯეტი: 10 000 000 ლარი პერიოდი : 2019 წელი;

12. ვეტერანთა, დასვენებისა და კულტურის პარკის (კიკვიძე) რეკონსტრუქცია ბიუჯეტი: 4 900 000 ლარი პერიოდი : 2019 წელი;

13. მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქცია ბიუჯეტი: 4 000 000 ლარი პერიოდი : 2018- 2019 წელი;

14. უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის (ბაგები) დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა ბიუჯეტი: 20 – 30 მილიონი ლარი პერიოდი : 2019- 2020 წელი;

15. დიდი დიღმის მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ბიუჯეტი: 12 000 000 ლარი პერიოდი : 2019- 2020 წელი;

16. ვარკეთილის მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ბიუჯეტი: 12 000 000 ლარი პერიოდი : 2019- 2020 წელი 17. გზაგამყოფი კუნძულები ბიუჯეტი: 753 773 ლარი პერიოდი : 2019 წელი;

18. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ბიუჯეტი: 13 000 000 ლარი პერიოდი : 2019 წელი 19. ვაშლიჯვრის ესტაკადა ბიუჯეტი: 2 700 000 ლარი პერიოდი : 2019 წელი;

20. მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების მიმდებარე ტერიტორიის რებილიტაცია ბიუჯეტი: 9 900 000 ლარი პერიოდი : 2019 წელი;

21. ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია ბიუჯეტი: 50 000 000 ლარი პერიოდი : 2019- 2020 წელი;

22. გუდიაშვილი – ფურცელაძის ქუჩების რეაბილიტაცია ბიუჯეტი: 45 000 000 ლარი პერიოდი : 2019- 2020 წელი;

23. გორგასალის სანაპიროს განვითარება ბიუჯეტი: 110 000 000 ლარი პერიოდი : 2019- 2020 წელი.

“(მერე არ თქვათ გადათხრილი რატომაა თბილისიო)”, – წერს თოქმაჯიშვილი.

იტვირთბა....