პეკინის გამზირზე ავარია მოხდა – მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა მოტოციკლს, რომელსაც კურიერი მართავდა.
დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა მას მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.