“პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება, საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფარული ჩანაწერის გავრცელებას, რომელიც სავარაუდოდ, ეკა ბესელიას პირად ცხოვრებას ასახავს.
პრეზიდენტი მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ გუშინ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია.
პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება, საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს.მოვუწოდებ სამართალდამცველ…
Gepostet von სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili am Dienstag, 29. Januar 2019
“საფრთხე, რომელიც ინტერნეტსივრციდან, კერძოდ არაიდენტიფიცირებადი გვერდებიდან ვრცელდება, საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზიანებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია აღნიშნულ პრობლემებზე, საზოგადოების ფართო ჩართულობით, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ღია დისკუსია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახასენებთ, დავით ჭიჭინაძის თქმით, გუშინ ღამე სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა.
დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე სამართლებრივ რეაგირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს.
განცხადება გაავრცელა თავად ეკა ბესელიამაც, რომელიც შინაგან საქმეთ მინისტრს დაუყოვნებლივ რეაგირებას თხოვს.