ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არავის უნახავს ეს ვიდეოჩანაწერები” – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე  დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის სოციალურ ქსელში შესაძლო გავრცელებას ეხმაურება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, არ იცის რა ჩანაწერებზეა საუბარი.

მისი თქმით თითქოს გუშინ ჩანაწრები გავრცელდა, თუმცა არავის უნახავს.

კახა კალაძის თქმით, მისთვის პირადი ცხოვრების გასაჯაროება მიუღებელია. დედაქალაქის მერი აღნიშნავს, რომ გამოძიებამ უნდა გაარკვიოს საქმის ვითარება.

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. გამოძიებამ უნდა დადგინოს რასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი, შეიძლება კონკრეტული ადამიანები აკეთებდნენ რაღაცას ამ მიმართულებით,“- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახასენებთ, რომ დავით ჭიჭინაძის თქმით, სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა.

დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე სამართლებრივ რეაგირებას შინაგან საქმეთა  სამინისტრო მოახდენს.

იტვირთბა....