“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ განათლების სამინისტროს მიერ გამოცდების გაუქმება სწორი გადაწყვეტილებაა.
“გამოცდების გაუქმება არის სწორი გადაწყვეტილება
ის ფაქტი რომ განათლების სისტემა ჯერ კიდევ მეტწილად სახელმწიფოს ხელშია, რაც ბუნებრივად აჩენს კორუფციის რისკებს, საერთოდ არ ამართლებს გამოცდების არსებობას
კანაფის ლეგალიზაცია ასევე არის სწორი, ყველანაირი თვალსაზრისით. ყველა რისკების აწონ-დაწონვის შემდეგ, ამაზე კამათი ნელ-ნელა მთავრდება ცივილიზებულ ქვეყნებში. მთავრდება ლეგალიზაციის იდეის გამარჯვებით
ეს ადამიანი ხშირად ამბობს რომ წარსულ შეცდომებზე ისწავლა. და შემდეგ უფრო ხშირად გვაჩვენებს რომ საერთოდ არაფერი უსწავლია. არც უცდია”, – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ,სკოლებში საატესტატო გამოცდები უქმდება. 2019 წელს გამოცდება აღარ ჩააბარებენ მე-11 კლასელები, ხოლო 2020 წლიდან საატესტატო გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც უქმდება. ასევე 2020 წელს ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება.
განათლების სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს კანაფის ლეგალიზაციაზე კიდევ უფრო დიდი მასშტაბის კატასტროფაა.

