aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსეთთან დიალოგი დაუშვებელია, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია” – ზურაბიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთთან დიალოგი დაუშვებელია, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდეტმა სალომე ზურაბიშვილმა euradio.fr-სთან ინტერვიუში გააკეთა.

„ვიდრე რუსეთის ხელისუფლებისგან არ წამოვა გზავნილი, რომ მოსკოვი მზად არის, საოკუპაციო ხაზი გადასწიოს, ასევე არ არის არანაირი ნიშანი ჩვენი მოკავშირე ამერიკელებისა და ევროპელებისგან, მანამდე, ჩემი აზრით, რუსეთთან დიალოგში მარტო შესვლას აზრი არ აქვს. მე ვერ ვხედავ, სად მიგვიყვანს ეს გზა ან რა აზრი აქვს საუბარს პუტინთან, რომლის ქმედებები უფრო ხისტი ხდება. როგორც დიპლომატი, მივიჩნევ, რომ დიალოგზე უარი არ შეიძლება, თუ შედეგების მიღწევა გვსურს, თუმცა აუცილებელია, იყოს შესაბამისი კონტექსტი და არსებობდეს აუცილებელი შემადგენელი ელემენტები“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

როგორც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, დღეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია. კითხვაზე, რატომ აგრძელებს რუსეთი აგრესიულ ქმედებებს, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ „მოსკოვში უბრალოდ, სხვა არაფრის გამოგონება არ შეუძლიათ“.

„რუსეთი ხელისუფლება აგრძელებს იმპერიულ და შემდეგ საბჭოთა ხაზს – დაყავი და იბატონე. მათ ალტერანტიული პოლიტიკა არ აქვთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....