მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“ქალების ურჩობისთვის დასჯის მეთოდი სიგნალია სხვებისთვისაც, ჭკვიანად იყვნენ”

საკუთარი გუნდის წევრი ქალების ურჩობისთვის დასჯის ასეთი სასტიკი და არადამიანური მეთოდი სიგნალია სხვებისთვისაც, რომ ჭკვიანად იყვნენ. ამჯერად, ასეთი ფორმით ქ-ნ ბესელიას იძულება ხდება, რომ დატოვოს ოცნება. ამის შემდეგ ივანიშვილს იმედი აქვს, რომ სასურველ მოსამართლეებს გაიყვანს. აქ ის ძალიან სცდება. ეს მონა მონსტრები უზენაესის უვადო მოსამართლეები ვერ გახდებიან არა იმიტომ, რომ ბესელია-გედევანს არ უნდათ, არამედ იმიტომ რომ საზოგადოების უკლებლივ ყველა ჯგუფია წინააღმდეგი, მათ შორის ოცნების უპირობო მომხრეებიც კი.

ამ საქმის საფუძვლიანი გამოძიების და დამნაშავეების დასჯის გარეშე, კადრების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ივანიშვილის და ამ ხელისუფლების კისერზე იქნება!

იტვირთბა....