24 იანვირდან განახლებული საბჭო ჰყავს, როგორც „ანაკლია ჰოლდგინგს“ ასევე „ანაკლიის განვითარების კოსორციუმს“. საბჭო დატოვა კურტ კონტმა, რომელიც პორტის ინვესტორად რჩება.
საბჭოს თავმჯდომარედ რჩება მამუკა ხაზარაძე.
ანაკლიის პორტის პროექტი აქტიურ ფაზაშია. ინვესტორებმა ცოტა ხანში გენერალური კონტრაქტორი უნდა დაასახელონ.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გამარჯვებული ტენდერში მონაწილე რვა საერთაშორისო მსხვილი კომპანიისგან შეარჩია. პორტის მშენებლობა ახალ მასშტაბურ ეტაპზე გაზაფხულზე გადავა.
ანაკლიის პორტის პროექტში 99% „ანაკლია ჰოლდინგს“ ეკუთვნის, 1% – ოქროს აქცია სახელმწიფოს.
„ანაკლია ჰოლდინგის“ აქციონერები არიან: ამერიკული „კონტი ინტერნეიშენალი“, „თიბისიეიჩ ანაკლია“, შპპ „ვანდერეთ ექსპრესი“ (წარმოადგენს დიმიტრი აბდუშელიშვილი) და შპს „ჯი სთარი“ (წარმომადგენელი თამარ გამგონეიშვილი).
gbc.ge