aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვახუშტის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო, რის გამოც, მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა.

ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დროებით შეიცვლება ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.

„N51 ავტობუსი და მიკროავტობუსები სააკაძის დაღმართიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, „ლაგუნა ვერესთან“ გმირთა მოედნისკენ აუხვევენ, გაივლიან ცირკის მიმდებარე ტერიტორიას, გადაკვეთენ თამარ მეფის ხიდს, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ“, – აცხადებენ მერიაში.

როგორც ცნობილია, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება

იტვირთბა....