ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ საქართველოს ისტორია შეცვალა” – ანა დოლიძე

იუსტიციის საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების დღესთან საუბრისას განაცხადა, რომ  გირგვლიანის მკვლელობამ და მოძრაობამ, რომელიც დაიწყო მისმა დედამ, ირინა ენუქიძემ, შეცვალა საქართველოს ისტორია.

მისივე თქმით, ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა დასრულებული არ აღმოჩნდა.

„ჩვენ ერთხელ უკვე ხმამაღლა ვთქვით, რომ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა მიუღებელია. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს მიწევს იმის თქმა, რომ ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა დასრულებული არ აღმოჩნდა. ჩვენ ცოტა ხნის წინ უვადო მოსამართლედ დაგვისვეს ლევან მურუსიძე, რომელიც ახლა უკვე „ქართული ოცნების“ თილისმაა. ბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ, ბრძოლა იმისათვის, რომ ხელისუფლებას ესმოდეს ხალხის ფასი და იცოდეს მისი პატივისცემა, გრძელდება. ამ შემთხვევაში, ჩვენ სასამართლოში დამოუკიდებლობის დამკვიდრებისთვის ვიბრძვით. ჩვენ ვაპირებთ, ეს ყველაფერი გავიხსენოთ და რაც მთავარია, მადლობა გადავუხადოთ სანდროს და მის ოჯახს იმისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეს“,-განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსნებთ, რომ დღეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებიდან 13 წელი გავიდა.

იტვირთბა....