ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 51 პროცენტი მიიჩნევს, რომ მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია სამუშაო ადგილები.
კითხვაზე – რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველზე მნიშვნელოვანი, გთხოვთ მითხარით არაუმეტეს სამი პასუხისა, 51 პროცენტი პასუხობს, რომ „სამუშაო ადგილები“, 38 პროცენტი – „სიღარიბე“, 37 პროცენტი – „ფასების ზრდა/ინფლაცია“.
კვლევის თანახმად, ტოპ ექვსი ეროვნული საკითხი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა და ესენია:სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა/ინფლაცია, ტერიტორიული მთლიანობა – 27 პროცენტი, პენსიები – 25 პროცენტი და ხელფასები – 18 პროცენტი.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას დღეს 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.
კვლევის პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.