NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 44% ფიქრობს, რომ სიტყვის თავისუფლების მიხედვით ქვეყენაში მდგომარეობა სწორი მიმართულებით ვითარდება, 31% ფიქრობს, რომ საერთოდ არ იცვლება, 19% ფიქრობს, რომ სიტყვის თავისუფლების მიხედვით, სიტუაცია არასწორი მიმართულებით ვითარდება.
ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება – 42% ფიქრობს, რომ ამ კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა სწორი მიმართულებით ვითარდება, 29% საერთოდ არ იცვლება, 26% მიიჩნევს, რომ სიტუაცია ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების კუთხით არასწორი მიმართულებით ვითარდება.
ევროკავშირში გაწევრიანება – 38% ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში მდგომარეობა სწორი მიმართულებით ვითარდება, 37% მიიჩნევს, რომ საერთოდ არ იცვლება, 13%-ის აზრით კი მდგომარეობა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით არასწორი მიმართულებით ვითარდება.
მედიის დამოუკიდებლობა – 37% მიიჩნევს, რომ მედიის დამოუკიდებლობის კუთხით მდგომარეობა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% ფიქრობს, რომ საერთოდ არ იცვლება, 19% -ს აზრით კი არასწორი მიმართულებით ვითარდება.
განათლება – 35% მიიჩნევს, რომ განვითარების კურსი სწორი მიმართულებით ვითარდება, 30%-ის აზრით, საერთოდ არ იცვლება, 28 % ფიქრობს, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება
ადამიანის უფლებები – 30% ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში მდგომარეობა სწორი მიმართულებით ვითარდება, 35%-ის აზრით, საერთოდ არ იცვლება, 29% მიიჩნევს, რომ სიტუაცია ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების კუთხით არასწორი მიმართულებით ვითარდება.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას დღეს 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.
კვლევის პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.