ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბოლო 10 წელიწადში კრიმინალური მდგომარეობა საქართველოში გაუარესდა (43%).
გამოკითხულთა 32 პროცენტი მიიჩნევს, რომ კრიმინალური მდგომარეობა იგივე დარჩა, 18 პროცენტის აზრით კი მდგომარეობა ამ კუთხით გაუმჯობესდა.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას დღეს 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.
კვლევის პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.