ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI: მოსახლეობის 33% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა არასწორი მიმართულებით ვითარდება

NDI მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, 33% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

გამოკითხულთა 30% ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში საერთოდ არაფერი იცვლება, 16% მიიჩნევს, რომ სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 20% აცხადებს, რომ კითხვაზე პასუხი საერთოდ არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

იტვირთბა....