ახალი ამბები მთავარი სამართალი

სარფის საბაჟოზე დაკავებული ქართველი მამაკაცი ხელვაჩაურის სასამართლოში გადაიყვანეს

თურქეთის გენერალური საკონსულოს განცხადებით ბათუმში დაკავებული საქართველოს მოქალაქე მურმან ზაქარაძე ადამიანებით ვაჭრობაში იყო ეჭვმიტანილი, რის გამოც თურქმა მებაჟეებმა დააკავეს.

მომხდართან დაკავშირებით,  თურქთის თურქეთის საკონსულოსთან ზაქარაძის ოჯახმა სარფის საბაჟოზე მომხდარი ინციდენტის გამოძიება მოითხოვა.

მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა 27 იანვარს, დილით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქმა მებაჟე ოფიცრებმა სცემეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მურმან ზაქარაძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ის სასტიკად არის ნაცემი და მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ინფორმაციას არ ფლობენ.

აჭარის ტელევიზია კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელიზე დაყწრდნობით წერს, რომ ინციდენტის დროს ქართველი სამართალდამცველიც დაშავდა, თუმცა ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტოში არ ადასტურებენ.

როგორც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი Facebook-ზწ 16 საათის წინ წერდა, სარფის საზღვარზე დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გადმოყვანილია ხელვაჩაურის სასამართლოში, მისი ჯამრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ელოდება სასამართლოს ჩატარებას.

“გილოცავთ მეგობრებო👏👏👏 მივიღეთ ინფორმაცია რომ დილას გამთენიისას  ჯერ მას არ აძლევენ საშუალებას ოჯახთან შეხვედრის, რა მუხლით ასამართლებენ ამას ცოტახანში გავიგებთ. გილოცავთ მეგობრებო თქვენმა აქტიურობამ და ჩართულობამ გამოიღო შედეგი👏👏👏 მოხდა უმოკლეს დროში ამ კაცის გადმოყვანა თურქეთიდან საქართველოში ის უკვე სამშობლოშია დანარჩენ ინფორმაციას ველოდებით და გაგიზიარებთ უმალ როგორც კი გავიგებ”

თურქეთის გენერალური საკონსულო, ბათუმში დაკავებული საქართველოს მოქალაქის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია,…

Gepostet von Vato Vatone am Sonntag, 27. Januar 2019

 

იტვირთბა....