ტელეკომპანია „ტვ პირველის“ წამყვანი, ლევან ჩხაიძე დღეს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
მანამდე კი ქაშვეთის ეკლესიაში, გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი გაიმართა.
სამძიმარზე ლევან ჩხაიძის მეგობრები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები მივიდნენ.
ჟურნალისტი 33 წლის ასაკში, 21 იანვარს გარდაიცვალა.