ახალი ამბები მთავარი სამართალი

ირაკლი კობახიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფი ღიაა

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფი ღიაა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მათ შესთავაზეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მონაწილეობა მიეღოთ მუშაობაში, თუმცა მათ ბოიკოტი გამოუცხადეს ამ შეხვედრას.

“ჩვენ ვართ დღღესაც გახსნილი დისკუსიისთვის. თუ ვინმეს სურს, დამტებით წვლილი შეიტანოს სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, ამისათვის მზად ვართ და ამასთან დაკავშირებითაც გვექნება განხილვა, ვიდრე შედგება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. არის აბსოლუტურად გახსნილი პროცესი, ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება და ასეთი გახსნილი პროცესის საფუძველზე, შემუშავდება საბოლოოდ კანონპროექტი.

რაც შეეხებათ საბჭოს არამოსამართლე წევრებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ ისურვეს შემადგენლობის შეცვლა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ ღია პოზიცია. მზად ვართ კონსულტაციებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შეხვედრა გაიმართა, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს.

იტვირთბა....