სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიით დაბინძურება არ შეინიშნება.
როგორც მან პრეზენტაციაზე – „მწვანე პოლიტიკა” – ატმოსფერული ჰაერის დაცვა“ აღნიშნა, ჰაერში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციაა, ამასთანავე, ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა, რომ ტყვიის შემცველი საწვავი საქართველოში არ არის.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორია ტყვიის კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში. ამაზე ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. ბევრი სპეკულაციაც არის ამ თემასთან დაკავშირებით. ხანდახან ვამბობთ, რომ საქართველოში ატმოსფერული ჰაერი ყველაზე დაბინძურებულია, მათ შორის ისეთი დამაბინძურებლების კუთხით, როგორიცაა ტყვია. გვინდა საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ – საქართველოში, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიით დაბინძურება ნამდვილად არ შეინიშნება“, – განაცხადა დავითაშვილმა.