მთავარი ციტატა

“უნდა გვქონდეს პასუხი იმ ადამიანისთვის, რომელიც კონკურენციაში დაკარგავს სამსახურს”

“ გამოწვევა არის უმუშევრობა, მაგრამ მისი დაძლევა ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული ქვეყნისათვის ძალიან ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული.

ამიტომ ვახსენე უმუშევრობის კომპენსაცია, რომლის მყისიერად შემოღების უნარი დღეს მთავრობას არ გააჩნია, მაგრამ უნდა შევკრათ ეს ციკლი, უნდა გვქონდეს პასუხი იმ ადამიანისთვის, რომელიც კონკურენციაში, დავუშვათ, არასაკმარისი უნარების გამო დაკარგავს სამსახურს. მის მიმართ რა პასუხი გვაქვს?

რა ვქნათ, საბაზრო ეკონომიკაა და შენთვის პასუხი არა გვაქვს? ეს პასუხი ძალიან მძიმეა, ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობს, მაგრამ ვფიქრობ, თუნდაც სიმბოლურად, თავიდან უნდა შეიქმნას უმუშევრობის კომპენსაცია.

მე ძალიან ბევრ ისეთ ხარჯს ვხედავ, რომლის შემცირებაც, ჩემი აზრით, შესაძლებელია. არამყისიერად, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვიმუშავებ ფინანსთა სამინისტროსთან სამომავლოდ, ეკონომიკის მინისტრმაც იცის ჩემი მოსაზრება, რომ ჩვენ ეს პუნქტი, თუნდაც იმ ადამიანებისთვის საწყის ეტაპზე, რომლებსაც აქვთ სამუშაო და დაკარგავენ მას იმის გამო, რომ კონკურენციაში ვეღარ შევლენ სხვა საწარმოებთან, რომლებიც შესაძლებელია, გაჩნდნენ სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ, შესაძლებელია, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები გვაქვს ძალიან ბევრ ქვეყანასთან, მათთვის ჩვენ პასუხი უნდა გვქონდეს”.

როპარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია

 

იტვირთბა....